LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგრძელებულმა Bentley Bentayaga-მ მსოფლიოში „ყველაზე სრულყოფილი“ სავარძლები მიიღო

61
ბენტლი

კომპანია Bentley-მ დაგრძელებული Bentayga EWB-ს უნიკალურ სავარძლებზე Airline Seat-ზე ისაუბრა. მოდელი 12 ელექტრო ძრავით და მსოფლიოში პირველი ავტომატური კლიმატ კონტროლითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, სპეციალურად Ailrine Seat-ისთვის მანუალურ თერაპევტთან თანამშრომლობით სხეულის მდგომარეობის აქტიური კორექციის ალგორითმი შემუშავდა, რაც ხანგრძლივი მგზავრობის დროს დაღლილობის შესამცირებლადაა გათვლილი.

ეს სავარძლები ავტომფლობელსა და მის მგზავრებს აქამდე არნახულ კომფორტს შეაგრძნობინებს. სავარძლებს 22 დამარეგულირებელი აქვს და ის ავტომობილში აქამდე არსებულ სავარძლებს შორის ყველაზე სრულყოფილია. ყოველ შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენელი ასე თვლის.

სავარძელში ჩამონტაჟებულია სენსორები, რომელიც ტემპერატურასა და ტენიანობას ადევნებს თვალს. მონაცემები ყოველ 25 წამში ახლდება და სიზუსტე 0,1 გრადუსია. მგზავრმა 7 პროფილიდან ერთი უნდა აირჩიოს და დანარჩენს უკვე ელექტრონიკა გააკეთებს. სისტემა დაადგენს, თუ როგორი გათბობა, გაგრილება თუ კონდიცირებაა საჭირო, რათა იდეალურად კომფორტული ტემპერატურა იყოს.

რაც შეეხება სხეულის მდგომარეობის კორექციას, Bentley ზეწოლის 177 წერტილს გამოიყენებს, რათა მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს და ადამიანმა დაღლილობა ვერ იგრძნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები