ედ შირანმა ოფიციალურად გამოუშვა თავისი ახალი ალბომი „Divide“, რომელიც ხელმისაწვდომი რამდენიმე ქვეყნის iTunes-ზეა.
დისკი ლეიბლებზე „Asylum“ და „Atlantic“ გამოვიდა და მის პროდიუსერებს შორის არიან თავად შირანი, ასევე ბენი ბლანკო, სტივ მაკი და ჯონი მაკდეიდი.
აქამდე ალბომის მხარდასაჭერად პრომო-თრექი „How Would You Feel (Paean)“ და სინგლები „Castle on the Hill“ და „Shape of You“ გამოვიდა.