სელენა გომესი „ინსტაგრამის“ აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა – ამ დროისთვის მომღერალს მაქსიმალური რაოდენობის გამომწერი – 110 მილიონი ადამიანი ჰყავს. ამ მაჩვენებლით მან უკან კიმ კარდაშიანი და ჯასტინ ბიბერი ჩამოიტოვა.
ამ ფაქტის აღსანიშნავად სელენამ თავისი ერთ-ერთი კონცერტიდან ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით: „მადლობა 110-სთვის. ჩემს გვერდს კვლავ განვაახლებ და სიმართლეს მოგიყვებით, რაც მთავარია იცოდეთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. უზომოდ მადლიერი ვარ“.
A post shared by Selena Gomez (@selenagomez) on
შეგახსენებთ, სელენას ეკუთვნის ასევე რეკორდი ფოტოს „მოწონებების“ მხრივაც. „კოკა-კოლას“ რეკლამის ფოტოზე მას 6 მილიონზე მეტი „ლაიქი“ აქვს.
when your lyrics are on the bottle 😛 #ad
A post shared by Selena Gomez (@selenagomez) on