LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდიური ვისკის კასრი, არც მეტი არც ნაკლები, 16 მილიონ ფუნტად გაიყიდა

63
_125821316_mediaitem125815254

უიშვიათესი ვისკის კასრი რეკორდულ 16 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, აუქციონის შედეგებმა ყველა გაოცებული დატოვა.

შოტლანდიური ვისკი 1975 წელს, კუნძულ აილეიზეა წარმოებული. თუ ვინ გახდა კასრის მფლობელი უცნობია და აუქციონის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აზუსტებენ, რომ მყიდველი აზიელი კოლექციონერია, თანაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

კასრში მოთავსებული ვისკი საკმარისი იქნება, რომ 440 ბოთლი შეივსოს და თითოეულის ფასი 36 ათასი ფუნტი იქნება. მწარმოებელი კომპანია კი პირობას დებს, რომ ლოტის მფლობელი მომავალი 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 88 ბოთლი ვისკით მოამარაგოს.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც 2022 წელსაა დაფიქსირებული, ივნისის თვეში. ამერიკელმა კოლექციონერმა 1988 წელს ჩამოსხმულ ვისკის კასრში მილიონი ფუნტი გადაიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები