LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს „განკითხვის დღე ელოდებათ“: დიმიტრი მედვედევი

140
დმიტრი მედვედევი

რუსული მედიის ინფორმაციით, ვოლგოგრადში, ვეტერანებთან შეხვედრისას რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ“.

მისივე განმარტებით, „განკითხვის დღისგან დამალვა ძალიან რთული იქნება“.

„ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან რაღაც განცხადებებით და ცდილობენ, დაგვემუქრონ, გულისხმობენ რა თავდასხმას ყირიმზე და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსურს, განვაცხადო, რომ როგორც ჩანს, მათ სრულად ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის მომენტალურად დადგება განკითხვის დღე, ძალიან სწრაფი და მძიმე. დამალვა ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა მედვედევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g