რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მისი დაკავების მიზეზი.
Avtozak LIVE-ის ინფორმაციით, ოვსიანიკოვას დაკავება 15 ივლისს კრემლის სანაპიროზე გამართულ აქციას უკავშირდება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ჟურნალისტი იღებდა. გამოცემა წერს, რომ ოვსიანიკოვას ხელში ბანერი ეჭირა წარწერით „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები კი ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს იმისთვის, რომ გაჩერდეთ?“.
მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში ბანერით შევარდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა