LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილის შვილი: გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა.. შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდაციაც

2860
BeFunky-collage (12)

გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც. იმედი მაქვს, ყველა გვერდში დაგვიდგება, რომ ვიბრძოლოთ რუსული მმართველობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა ნინო გოგაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მამაჩემი იყოს კარგად და ისევ გააგრძელოს ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა” – ნინი გოგაშვილი

მისივე თქმით, რთულად წარმოსადგენია, რომ გოგაშვილის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ ჩაიდინეს, რთულად წარმოსადგენია ველოდოთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვიმედოვნებთ, რომ ამდენი დარღვევის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც. იმედი მაქვს, ყველა გვერდში დაგვიდგება, რომ ვიბრძოლოთ რუსული მმართველობის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას და 2012 წელს როგორც ვიბრძოდით, რომ მათ გაემარჯვა, ახლა ასმაგად ვიბრძოლებთ, რომ დაასრულონ რეჟიმი, რომელიც უკავშირდება ხალხის ტანჯვას და წამებას“, – აღნიშნა ნინო გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

სოსო გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული – საუბარია პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვაზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაზე.

გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად სამი დღის წინ აიყვანეს.

ამავე თემაზე:

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთო“.. საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს” – რას ჰყვება გოგაშვილის მეუღლე და რას ამბობს მისი შვილი?

სოსო გოგაშვილის მეუღლე: “ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ, აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი – სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი”

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

„არ შეგრჩებათ მკვლელებო!!.. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული“ – რა მიმართვას ავრცელებს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g