უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა, ენტონი ბლინკენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბლინკენმა ოლენა ზელენსკას უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა.
უკრაინის პირველი ლედის ინფორმაციით, ის აშშ-ში ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება, რომელიც უკრაინაში მაისში იმყოფებოდა.
სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, 20 ივლისს ოლენა ზელენსკა კონგრესში სიტყვით გამოვა.