LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა მალავიდან კიდევ ორ ბავშვს აიყვანს

100

58 წლის მადონას ოჯახში მატებაა: მომღერალი მალავიდან კიდევ ორი ბავშვის აყვანას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენელმა დაადასტურა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ერთ კვირაში გახდება, თუმცა ინსაიდერები უკვე დარწმუნებულები არიან, რომ საქმე მადონას სასარგებლოდ წარიმართება.

ის, რომ ვარსკვლავმა კიდევ ორი ბავშვის აყვანა გადაწყვიტა, არავის გაკვირვებია, რადგან პოპ-დედოფალი სწორედ მალავიდან აყვანილ ორ ბავშვს უკვე ზრდის: 2008 წელს მან დევიდ ბანდა, ხოლო 2009 წელს მერსი ჯეიმსი იშვილა.

მათთან ერთად ის ხშირად სტუმრობს მალავის და ცდილობს, რომ ბავშვებმა თავისი სამშობლოს კულტურა იცოდნენ. ამას გარდა, ქვეყანაში არსებობს მადონას ინიციატივით დაარსებული არაკომერციული ფონდიც, რომელიც ობოლ და გაჭირვებულ პატარებს ეხმარება.

ორი აყვანილი ბავშვის გარდა, მადონას ბიოლოგიური შვილებიც ჰყავს: ქალიშვილი ლურდესი და ვაჟიშვილი როკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები