თბილისიდან ტაილანდში პირდაპირი ავიარეისით მოხვედრა მალე ისევ რეალობად იქცევა. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა, მინდია მინდიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ბანგკოკი-თბილისის რეისი ავიაკომპანია thai airasia x-ის მიერ კვირაში ორჯერ განხორციელდება. „გუშინ შემოგვივიდა ფრენების განაცხადი კომპანია thai airasia x- სგან. ტაილანდიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება”,- განაცხადა მინდიაშვილმა „ბიზნეპარტნიორთან“.