LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „დიდ სისულელეს” უწოდებს

439
kaxa-kaladze

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ დასკვნას „დიდ სისულელეს” უწოდებს.

“სავარაუდოდ, მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა” – რა ანგარიშს აქვეყნებენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“

„ეს არის ჩვეულებრივი დიდი სისულელე. ძალიან სასაცილოა. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს – ეს არის “ისფედის” გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ „ისფედმა” პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა და მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით რატომ შემოიფარგლა და რატომ არ ჩაჰყვნენ ამ საქმეს ბოლომდე, მე უბრალოდ არ მესმის.

ზუსტად „ქართული ოცნება” იყო ის, ვინც ის რეალობა გამოააშკარავა. ეს იყო იმ რევოლუციური გზის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა. მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ და კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით ყველას თავიანთი ადგილი მიუჩინა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები