ედ შირანმა ახალი ალბომის გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა. ბრიტანელმა მუსიკოსმა დისკის განახლებული გარეკანიც წარმოადგინა. შირანის ახალი ნამუშევარი გაყიდვაში 3 მარტიდან გამოვა. უახლოეს საათებში კი ფირფიტის წინასწარი შეკვეთა iTunes-ზეც იქნება შესაძლებელი.
დისკის ახალი ვარიანტი ოფიციალური გახდება. შეგახსენებთ, რომ განსხვავება წინასა და ახლანდელ გარეკანს შორის წარწერა Divide გახდა, რომელიც გამყოფ ხაზზე გამოჩნდა.