LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი თბილისის ცენტრში 13%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი – 12%-ით

144
64sjjz6ydpj2ozn

Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,660 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 24%-ით, 193 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2022 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 11%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 2%-ით არის გაზრდილი.

თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 2022 წლის ივნისში გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 82%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.

თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად, 13%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში, გარეუბნებში კი – 12%-ით. ძველ ბინებს რაც შეეხება, გარეუბნებში 11%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი – 8% და 5%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g