LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს: მოწიე ელექტროსიგარეტი

115
1896088851

მოწევისთვის თავის დასანებებლად ვეროპელები ყველაზე ხშირად ელექტროსიგარეტს იყენებენ.

ევრობარომეტრმა მორიგი გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ ელ-სიგარეტის მომხმარებელთა უმრავლესობა (57%) ასეთ არჩევანს ჩვეულებრივ სიგარეტზე უარის თქმის სურვილით აკეთებს. 20%-მა განაცხადა, რომ ვეიპი თამბაქოზე ბევრად იაფი ჯდება და მათი გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტმა განსაზღვრა. და ბოლოს ვეიპერთა 8%-მა მოწევა იმიტომ დაიწყო, რომ ეს პროცესი ძალიან „მიმზიდველი“ ეჩვენებოდა.
ამასთან, თამბაქოს გადაგდება ელექტრონული სიგარეტის დახმარებით მხოლოდ მწეველთა 11%-მა თუ შეძლო.

სპეციალისტთა შეფასებით, ყველაზე ხშირ შემთხვევაში(76%) ადამიანები სიგარეტს თავს ყოველგვარი დამხმარე ნივთების გარეშე ანებებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები