LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასობით ენა გადაშენების პირასაა

75
oh0QWxsd5WudXCKz8rV5zOXSGu_J1gO7vr4uWmB4IDc=

მსოფლიოში 2 500-მდე ენას გაქრობა ემუქრება.
საგანგაშო ცნობა იუნესკომ გამოაქვეყნა.
ექსპერტთა განცხადებით, რისკის ქვეშ მყოფ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ამ ენებს პრობლემა გლობალიზაციის პირობებში, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გამო შეექმნა.

ზოგადად აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ადამიანები სულ 7 ათას ენაზე საუბრობენ და 1950 წლის შემდეგ მთელი 250 ენა გაქრა. იუნესკოს აზრით, იმისათვის რომ ენას გაქრობის საფრთხე არ დაემუქროს, მას მინიმუმ 10 ათასი ადამიანი მაინც უნდა იყენებდეს. 2500 ენის შემთხვევაში კი მოსაუბრეთა რაოდენობა იმდენად მიზერულია, რომ რისკი ძალიან მაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები