LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია საუკეთესო წვნიანი დედამიწაზე

111
aviary-image-1598710826345-scaled

CNN-მა მსოფლიოში საუკეთესო წვნიანების რეიტინგი შეადგინა.

პირველ ადგილს ნიგერიული სუპი ბანგა იკავებს. კერძი პალმის, ღორის ხორცის, თევზის, ზღვის პროდუქტებისა და სხვადასხვა სანელებლების ნაზავს წარმოადგენს.

მეორე ადგილი ძალიან პოპულარულმა წვნიანმა ვიეტნამურმა ფო ბომ დაიკავა. ბულიონი სხვადასხვა სანელებლების დამატებით რამდენიმე საათის განმავლობაში მზადდება, შემდეგ კი მასში ბრინჯს, ხორცს და ბოსტნეულს ამატებენ.

ლიდერთა სამეულს უკრაინული ბორში ასრულებს. უკრაინელებს ამ უკანასკნელის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა სურთ.

ჟურნალისტებმა საუკეთესო წვნიანთა სიაში ასევე ამერიკული გამბო, ესპანური გასპაჩო, ტაილანდური ტომ იამი და იაპონური რამენიც მოახვედრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები