ბოლო პერიოდი სელენა გომესისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა – მომღერალი დეპრესიას სარეაბილიტაციო კურსის გავლით ებრძოდა. რამდნეიმე დღის წინ კი ის სოციალურ ქსელში გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა დასასრულს მიუახლოვდა.
გომესმა თაყვანისმცემლებთან გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გააზიარა და გვერდში დგომისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ყველაზე რთული და მთლიანობაში სასარგებლო წელი იყო და საბოლოოდ სიკეთემ გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში სელენამ დროებით სცენის მიტოვების შესახებ განაცხადა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მჭამელას ებრძოდა.