LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის ელექტრონიკა ჩინელებს მძინარედ აღიქვამს, მიზეზი მათი თვალის ჭრილია

47
Capture

მძღოლის მდგომარეობის გასაკონტროლებელი სისტემა Driver Monitoring System ავტომფლობელთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად შეიქმნა, რათა საჭესთან ჯდომა ბევრად უფრო კომფორტული და უსაფრთხო გამხდარიყო. თუმცა, ჩინელი ავტომფლობელები მოულოდნელ პრობლემას გადააწყდნენ. საქმე ისაა, რომ ელექტრონიკა ზოგიერთ ჩინელს თვალის ჭრილის გამო მძინარედ აღიქვამს და ავტოპილოტის გამოყენების საშუალებას არ აძლევს.

ამ ამბავმა ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ბევრი მძღოლი ჩივის იმის გამო, რომ სისტემა მათ ავტომობილის მართვის საშუალებას არ აძლევს და მუდმივად გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებაც გაავრცელა, სადაც პირობა დადო რომ ხარვეზს აუცილებლად გამოასწორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები