აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ თვითაღიარებულ პარლამენტს უკან დაუბრუნა მასალები, რომლებიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Apsnypress ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი იურიდიულად გაუმართავი განაცხადია.
პრემიერი ბიჭვინთის ანექსიაზე: ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ – უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ
როგორც მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლება გონივრული პოლიტიკით, აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე და სტაბილურობა.
ე.წ. აფხაზეთის პარლამენტს 3 დღის ვადაში შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ თავიდან ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა მათ „მთავარ კანონს“ მთავრობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფხაზეთის საზოგადოება ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია. მანამდე კი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა აქცია წამოიწყეს, რომლითაც როგორც ამბობენ, „სუვერენიტეტის დაცვა სურთ“.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს.
ამავე თემაზე:
შოკირებული ვარ – ეს არის სამშობლოს ღალატი! – ვაშაძე ბიჭვინთის შესახებ პრემიერის განცხადებაზე
ზურაბიშვილი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა