LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას სოხუმში გააპროტესტებენ: „მოდით, ერთად გამოვუცხადოთ უნდობლობა ხელისუფლებას”

130
ბიჭვინთის გადაცემა

29 ივლისს, სოხუმში, საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას გააპროტესტებენ.

აფხაზები თავისუფლების მოედანზე დე ფაქტო ხელისუფლების უნდობლობის გამოსახატავად შეიკრიბებიან. ინფორმაციას „აფხაზური ამბები“ ავრცელებს.

„ძვირფასო აფხაზეთის მოქალაქეებო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ისტორიული სისხლით გაჟღენთილი მიწა სხვისდება, გვინდა, უნდობლობა გამოვუცხადოთ ხელისუფლებას თქვენთან ერთად.

მოდით, ერთად გამოვუცხადოთ უნდობლობა ხელისუფლებას.

ჩვენ მოშიმშილეები, მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ მხარდასაჭერად 29 ივლისს. პარასკევს, 16:00 საათზე დავიწყებთ შეკრებას.

ის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებასაც ჩვენი ხელისუფლება აპირებს, ჩვენ არ გვაწყობს. კანონის დარღვევის გარეშე, ისე რომ დამსვენებლები არ შევაშინოთ, ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ კულტურული და ცივილიზებული ხალხი ვართ“. – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხმა ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დე ფაქტო პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა რაიონში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე მწვავე კითხვები დაუსვეს.

ამავე თემაზე:

ზურაბიშვილი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

“რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, დიდი კითხვაა“ – ბჟანიას მოსახლეობა დაუპირისპირდა

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

ანა დოლიძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: გვაქვს 4 პუნქტიანი გეგმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g