LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო ყირიმში ქალმა ქმარს ტაფით სცემა და მანქანა დაუწვა

863
Untitled design (6)

ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმრის მოკვლა სცადა, რადგან მამაკაცი უკრაინაში მიმდინარე ომს ამართლებდა და მხარს რუსეთს უჭერდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ სოციალურ მედიაში ვრცელდება.

“ოკუპირებულ სევასტოპოლში წყვილი 24 თებერვლამდე მშვიდად ცხოვრობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოიწყო, ოლეგმა რუსეთის ქმედებების გამართლება დაიწყო. მისმა მეუღლემ, სვეტლანამ ეს არ მოითმინა და თავში ტაფა ჩაარტყა, გონების დაკარგვის შემდეგ კი თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა.

ამის შემდეგ მამაცმა ქალმა ბაღის ნიჩბით გაანადგურა მათი სახლის ეზოში არსებული დროშები რუსული პროპაგანდისტული Z და V გამოსახულებით. შემდეგ კი ქმრის ავტომანქანას ბენზინი გადაასხა და ყველა პროპაგანდისტული სტიკერი გაანადგურა.

ნაცემმა ქმარმა ცოლის ქმედებების საპასუხოდ პოლიციის განყოფილებაში განცხადება შეიტანა”, – წერენ მედიასაშუალებები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g