არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალებს დონალდ ტრამპთან რომანი ჰქონდათ. პოლიტიკოსები და მსხვილი ინვესტორები, მილიარდერები და გენიალური გამომგონებლები მასთან მეგობრობას პრივილეგიად თვლიან. შესაბამისად, პირველი ეშელონის გოგოები მუდმივად ტრამპის გარემოცვაში არიან.
ივანა ზელნიჩკოვა
1977 წელს ტრამპმა ფოტომოდელ ივანაზე იქორწინა და რამდენიმე ათეული წელი მასთან იცხოვრა. განქორწინების შემდეგ კი ივანამ 25 მილიონი დოლარი მიიღო.
ვიქტორია ზდროკი
ყოფილმა მოდელმა ტრამპს ბევრი პრობლემა მოუტანა. ურთიერთობის დასასრულს ბევრი სიბინძურე მოჰყვა, რომლის აფიშირებასაც არცერთი მხარე არ ერიდებოდა.
როუენ ბრიუერი
ეს რომანი სრულიად შემთხვევითი იყო. მილიარდერის ერთ-ერთი წვეულება როუენისთვის ტრამპის საძინებელში დასრულდა. ამის შემდეგ ამ უკანასკნელმა ის საჩუქრებით აავსო: პირადი ვერტმფრენი, უამრავი ბრილიანტი და ა.შ.
მელანია კნაუსი
სლოვენიური წარმოშობის სუპერმოდელი ნიუ-იორკში 1996 წელს გადავიდა საცხოვრებლად და მალევე მოექცა მოდური ჟურნალების ყურადღების ცენტრში. Sports Illustrated-ის ფოტოსესია კი მისი კარიერის ტრამპლინი აღმოჩნდა – მას შემდეგ ის და ტრამპი ერთმანეთს არ დაშორებულან.
გაბრიელა საბატინი
მოკლე, მაგრამ საკმაოდ ვნებიანი რომანი არგენტინელ ჩოგბურთელთან. მილიარდერის პაპარაცები მას ერთთვიან ბედნიერებასაც უწოდებენ.
ელისონ ჯანინი
სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, როლი რამდენიმე ფილმში და საბოლოოდ საკუთარი უძრავი ქონების სააგენტო – ტრამპის ეს საყვარელიც ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც ყველა დანარჩენი.
მარლა მეიპლსი
სწორედ ეს გახდა საბედისწერო ქალი, რომელიც ტრამპსა და ივანას შორის ჩადგა. დონალდმა არაერთხელ აღიარა, რომ სწორედ მარლასთან გრძნობს თავს ნამდვილ მამაკაცად.
ინგრიდ სენჰეივი
ტრამპი მას რამდენჯერმე შეხვდა, როდესაც მარლასთან ნაჩხუბარი იყო. ამის შემდეგ ისინი ახლო მეგობრებად დარჩნენ.
კარლა ბრუნი
იტალიელ სუპერმოდელსა და მომღერალს, რომელსაც ფული არასოდეს აკლდა, რომანი ერთდროულად ერიკ კლეპტონთან, მიკ ჯაგერთან და ტრამპთან ჰქონდა. ცოტა ხანში კი ცოლად ნიკოლა სარკოზის გაჰყვა.