ტაილანდის მკვიდრმა სოციალურ ქსელში მთელი კამპანია წამოიწყო, რათა ქმრისთვის საყვარელი ეპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.
44 წლის პატიმამ უჩვეულო ვაკანსია Tiktok-ზე გაავრცელა. ვაკანსიის დაკავების მსურველ კანდიდატებს მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შესძლებოდათ. საყვარელი აუცილებლად 30 წელზე უფროსი და 35 წელზე უმცროსი უნდა ყოფილიყო, უმაღლესი განათლება ჰქონოდა მიღებული, სასურველი იყო სამეცნიერო ხარისხის ქონაც. გარდა ამისა, მას უნდა წარედგინა სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. სანაცვლოდ „დასაქმებული“ თვეში 15 ათას ბატს (დაახლოებით 340 ფუნტი) მიიღებდა, ცხოვრება და კვება კი უფასოდ შეეძლებოდა.
პატიმა პირობას დებდა, რომ ქმრის საყვარელს ძალიან კარგად მოექცეოდა, სანაცვლოდ კი ის საოჯახო საქმეებში უნდა დახმარებოდა.
ინტერნეტში გავრცელებულმა პოსტმა ათასობით კომენტარი დააგროვა და წყვილმა იპოვა 33 ქალი, რომელიც მათ ოჯახს საყვარლის რანგში შეუერთდა.
მოგვიანებით ცოლმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაქირავებულმა საყვარელმა მათი მოლოდინები ვერ გაამართლა და ვაკანსიაც დახურეს.