აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს.
ბლინკენი აცხადებს, რომ კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – დაწერა ენტონი ბლინკენმა.