LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავიერ კოლომინა: ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან

67
1643928677-ხავიერ-კოლომინა

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამის შესახებ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან.

„როგორც მადრიდის სამიტზე იყო დადასტურებული, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“, – წერს კოლომინა “ტვიტერზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g