FBI-მ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.
„ჩემი ლამაზი სახლი, მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ამჟამად ალყაშია, დარბეულია და დაკავებულია FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ. ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
როგორც BBC წერს, ჩხრეკა სავარაუდოდ საპრეზიდენტო დოკუმენტების, მათ შორის საიდუმლო დოკუმენტების, გატანასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.