LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი­ვე ნა­ბი­ჯე­ბით „გა­ი­ჩა­ლი­ჩებს“ და თავს და­ი­ღუ­პავს

89
გიგა ბოკერია

„ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის არა­ვის მო­წო­დე­ბა არ არის სა­ჭი­რო ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის და­სა­ნა­ხად. დიახ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­შია და ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გვე­ყო­ლე­ბა და რამ­დე­ნი ხანი გვე­ყო­ლე­ბა ასე­თი მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, – ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­ჯდო­მა­რემ, გიგა ბო­კე­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

აღნიშნული განცხადებით, ბოკერია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვ­ლის, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას.

ბო­კე­რი­ას თქმით, უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ჰყავ­და ია­ნუ­კო­ვი­ჩი და მათ მი­ი­ღეს ზო­მე­ბი, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ჰყო­ლო­და.

„ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის არა­ვის მო­წო­დე­ბა არ არის სა­ჭი­რო ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის და­სა­ნა­ხად. დიახ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­შია და ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გვე­ყო­ლე­ბა და რამ­დე­ნი ხანი გვე­ყო­ლე­ბა ასე­თი მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­გო­ბარს ვუ­თხრა, რომ ეს ძა­ლი­ან მძი­მე რე­ა­ლო­ბაა.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ ასე­თი რე­ჟი­მი გვყავს. უკ­რა­ი­ნელ გმირ ხალ­ხს ჰყავ­და ია­ნუ­კო­ვი­ჩი და მათ მი­ი­ღეს ზო­მე­ბი, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ჰყო­ლო­და, ამი­ტომ ყვე­ლას მინ­და ვთხო­ვო, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გან­სა­ჯოს, დრო­ზე ადრე ეს შე­დე­გი დად­გე­ბა, ოღონდ აქ არ არის ლა­პა­რა­კი, რომ ზუს­ტი ანა­ლო­გია მოხ­დე­ბა იმის, რაც ია­ნუ­კო­ვიჩს მო­უ­ვი­და.

სა­მა­გა­ლი­თოდ გამ­ბე­და­ო­ბის მომ­ცე­მი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი დიდი ხნის წინ იყო ისე­თი რე­ჟი­მის ქვეშ, რო­მე­ლიც მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­მარ­ცხვი­ნო იყო და ჩვენ ვართ ანა­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ანა­ლო­გი­უ­რად და არა იდენ­ტუ­რად უნდა და­ვუს­ვათ ამას წერ­ტი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით“, – გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

მათიკაშვილი: „ნებისმიერი ასეთი განცხადება კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო ნახონ ცეცხლმოკიდებული”

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლიდერი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ჭი­როა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დეს. ბო­კე­რი­ას თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი­ვე ნა­ბი­ჯე­ბით „გა­ი­ჩა­ლი­ჩებს“ და თავს და­ი­ღუ­პავს.

„არას­წო­რად მი­მაჩ­ნია იმე­დე­ბის დამ­ყა­რე­ბა, რომ სა­დღაც სხვა­გან სხვე­ბის ნა­ბი­ჯე­ბით შე­დე­გად გა­და­წყდე­ბა ჩვე­ნი ბედი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში , ყვე­ლა ასე­თი ოლი­გარ­ქი და ავ­ტო­რი­ტა­რი რო­გო­რიც არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი­ვე ნა­ბი­ჯე­ბით გა­ი­ჩა­ლი­ჩებს“ და თავს და­ი­ღუ­პავს. ოღონდ, ჩვე­ნი გათ­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე იყოს. ჩვენ გვავქვს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიგ­ნით გა­დავ­წყვი­ტოთ ეს ამ­ბა­ვი.“– გა­ნა­ცხა­დ გიგა ბო­კე­რი­ამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g