LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს ჟურნალისტს, მარინა ოვსიანნიკოვას, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა, შინაპატიმრობა შეუფარდეს

138
მარინა ოვსიანნიკოვა

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანნიკოვას რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ საქმეზე მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დახურულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა.

როგორც გამოცემა იუწყება, ჟურნალისტმა, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ღამე პეტროვკას 38-ში, იზოლატორში გაატარა. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი ომის საწინააღმდეგო პიკეტი იყო, რომელიც ოვსიანიკოვამ 15 ივლისს კრემლის მახლობლად სოფისკაიას სანაპიროზე გამართა.

რუსეთში „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანნიკოვას სახლი გაჩხრიკეს – რას ამბობს ადვოკატი

ოვსიანნიკოვამ უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა: „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?“ – ეწერა ოვსიანნიკოვას ბანერზე, ფეხებთან კი დახოცილი უკრაინელი ბავშვების სიმბოლოდ წითლად შეღებილი თოჯინები ეწყო.

მანამდე ოვსიანიკოვა რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ გამო, ადმინისტრაციული მუხლით ორჯერ დააჯარიმეს. პირველად მიზეზი სასამართლოში მისი გამოსვლა გახდა, სადაც პუტინის კრიტიკოსი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავეს. მეორე კი „ფეისბუქზე“ მისი ომის საწინააღმდეგო პოსტი იყო.

რუსული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომ მარინა ოვსიანნიკოვამ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი საპროტესტო პლაკატის გაშლა მოახერხა: „დაე, თქვენ ღამით დაგესიზმროთ დახოცილი ბავშვები“, – ეწერა „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის პლაკატზე.

ცნობისთვის, ჟურნალისტი მარინა ოვსიანნიკოვა ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 14 მარტს „პირველ არხზე“ პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო აქცია გამართა. იგი წამყვან ეკატერინა ანდრიევას უკან ბანერით: „NO WAR (არა ომი). შეწყვიტე ომი, არ დაუჯერო პროპაგანდას, აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“ გამოჩნდა.

ამის შემდეგ, ოვსიანიკოვა არაკოორდინირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებისთვის 30 ათასი რუბლით დაჯარიმდა, შემდეგ კი  ქვეყანა დატოვა და სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. ივლისის დასაწყისში ოვსიანიკოვა რუსეთში დაბრუნდა, ეს გადაწყვეტილება კი ოჯახური გარემოებებით და კონტრაქტის დასრულებით ახსნა.

მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში ბანერით შევარდა, გერმანულმა გამოცემამ დაასაქმა

ოვსიანნიკოვას სასამართლო განხილვების დაწყებამდე, შინაპატიმრობა 9 ოქტომბრამდე მოუწევს. რუსეთში მარინა ოვსიანნიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ განზრახ საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მუხლითაა აღძრული და ბრალი 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზელენსკი, ციხანოვსკაია და ოვსიანნიკოვა გერმანიის მედიის პრიზს მიიღებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g