LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მუკნიაშვილი: ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე დამატებით 200 სოციალურად დაუცველს დაასაქმებს

68
სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ სატყეო სამსახურებსა და „საქმიან ეზოებში“, ჯამში, 233 მოქალაქე დასაქმდა.

ეროვნული სააგენტოს უფროსის ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე, სააგენტო საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დამატებით, მოთხოვნის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ 200 მოქალაქეს დაასაქმებს.

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის „საქმიან ეზოში“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. ზესტაფონის „საქმიანი ეზო“ 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, აღნიშნულ „საქმიან ეზოში“ 9 მეტყევე და 3 დასაქმების პროგრამის ბენეფიციარია დასაქმებული. იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახური კი 12 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, უკვე დასაქმდა 37 სოციალური შემწეობის მიმღები პირი, რომლებიც ჩართულები არიან სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებში, რაც გულისხმობს – სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას, სოციალური ტყეკაფებიდან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემას შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, „საქმიან ეზოებში“ სამასალე და საშეშე მერქნის დახარისხება-დასაწყობებას, საშეშე მერქნის პირდაპირი მიყიდვის წესით სარგებლობას და ტრანსპორტირების მომსახურებას.

„დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის სატყეო სამსახურში ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ვზრდი მარტო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოთხი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნდება საარსებო შემწეობა, ამავდროულად, ვიქნები დასაქმებული და მექნება დამატებითი შემოსავალი“, – აღნიშნა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარმა, ეთერ ბაქრაძემ „საქმიან ეზოში“ გამართულ შეხვედრაზე.

აეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებისთვის 790 სამუშაო ადგილია განსაზღვრული.

სააგენტოს 9 რეგიონულ სამსახურში უკვე დასაქმებულია: კახეთში 17 ბენეფიციარი (ტყის მცველი), ქვემო ქართლში – 33 (ტყის მცველი), შიდა ქართლში – 4 (ტყის მცველი), მცხეთა-მთიანეთში – 17 (ტყის მცველი), იმერეთში – 37 (ტყის მცველი) სამეგრელო -ზემო სვანეთში – 8 (ტყის მცველი), სამცხე ჯავახეთში – 21 ბენეფიციარი (ტყის მცველი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 46 (ტყის მცველი), გურიაში – 17 (ტყის მცველი). აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში, უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“.

როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, „საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამასთან, სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება და ეროვნული სატყეო სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g