საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ უწყებაში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება.
დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.