LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 აგვისტოს მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ – იხილეთ სადგურების ჩამონათვალი

285
დიდუბის-მეტრო

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად. აღნიშნულის მიზეზი, „გოცირიძის“ სადგურზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია, სადაც მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს.

„მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ .

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g