LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენშტაბი: „ბოლო 24 საათში ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო“

79
უსათაურო დიზაინი (3)

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა 45 400 ჯარისკაცი დაკარგა.

დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს:

„ოკუპანტების საერთო დანაკარგი მოიცავს: 1 919 ტანკს, 4 230 ჯავშანმანქანას, 1032 საარტილერიო სისტემას, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 145 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 198 ვერტმფრენს, 3149 ავტომობილსა და 815 უპილოტო საფრენ აპარატს“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

magti 5g