LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შედიან და ემუქრებიან შეიძლება, შენს საკანში აღმოჩნდეს ცივი იარაღი” – რას ამბობს პატიმრის მეუღლე

61
პატიმრისცოლი

პატიმრების ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, რუსთავის ციხეში პატიმრების ნაწილი შიმშილობს.  ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე ნათია ჭელიძე აცხადებს, რომ მის მეუღლე სხვა პატიმრებთან ერთად შიმშილობს და მას ემუქრებიან.

“შეწყდეს არაადამიანური მოპყრობა პატიმრების მიმართ, ზეწოლები. ჩვენ რომ ამოვიღეთ ხმა, უფრო ზეწოლებს ახდენენ. ეუბნებიან:  “როდემდე იშიმშილებთ, ხომ დაიღლებით, გაჩერდებით. თუ გული შეგიწუხდებათ, გაგიკეთებთ გადასხმას, მოგასულიერებთ, ისევ იგივე სიტუაცია იქნება, ჩვენ ვერ შეგვცვლით, ისევ ვიქნებით აქ”.

ახალა ჩანიშნული ჰყავთ, თითოეული პატიმარი, ვისი ოჯახის წევრიც გამოდის და ლაპარაკობს, შედიან და ემუქრებიან – ამ ყველაფრის შემდეგ, შეიძლება, შენს საკანში აღმოჩნდეს ცივი იარაღი და ამით დაგემატოს სასჯელი. გამოვიდეს ტრაპატიძე და გვითხრას ეს ყველაფერი, რომ არის სიცრუე. დაგვიმტკიცოს ეს ყველაფერი”, – აცხადებს პატიმრის მეუღლე “ტვ პირველთან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g