LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე: „საკეისრო კვეთა არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რჩება ქალის ორგანიზმში“

5174
ზაზა-სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ საკეისრო კვეთის გაზრდილ მოთხოვნაზე ისაუბრა და ის რისკფაქტორები დაასახელა, რომლებიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს.

„საკეისრო კვეთის მაღალი მოთხოვნა არის ჩვენი, ექიმების ბრალი. შესაბამის ინფორმაციას არ ვაწვდით პაციენტს. ერთი შეხედვით, საკეისრო კვეთა ადვილია, მაგრამ ეს ასე არ არის. 15-20 წუთი გვჭირდება დასამთავრებლად. საკეისრო კვეთა არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რჩება ქალის ორგანიზმში. საკეისრო კვეთა არის ჩარევა, იხსნება მუცლის ღრუ, იხსნება საშვილოსნოს ღრუ. რაც მთავარია, საშვილოსნოზე ჩნდება ის ნაწიბური, რომელიც ძალიან სახიფათოა შემდგომი ორსულობისთვის.

გამოიცა ახალი წიგნი, რომელსაც შეარქვეს „მეანების ბიბლია“. იქ არის ათი მცნება. პირველი ცნება არის მშობიარობის პროცესის დემედიკალიზაცია. მათ შორის არის ზედმეტი ჩარევა ეპიდურის თვალსაზრისით. დაზიანების გამო, რომ წელს ქვევით მოსწყდე, ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. მნიშვნელოვანია, ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება. საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა: „მოდი, გამიყუჩე რა.“ არის ვითარება, როდესაც ჩვენ თვითონ ვეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში ეპიდულარული გაყუჩება უკეთესია, ვინაიდან გასავლელი დიდი გზა აქვს, ბევრი ტკივილი ელოდება წინ“ – განაცხადა ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g