მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტმა, რომელიც 27 აგვისტოს, ბათუმში გაიმართა სრული ანშლაგით ჩაიარა. ლელამ სოციალური ქსელის გამომწერებს კონცერტის დროს გადაღებული ვიდეოები გაუზიარა.
„დღეს ლელაობაა“ – 27 აგვისტოს ბათუმში ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართება
როგორც გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, კონცერტზე მისულმა ადამიანებმა დრო ბედნიერად და სასიამოვნოდ გაატარეს.
ბათუმში იმყოფება ლელას მეუღლე კახი მამულაშვილიც, რომელიც ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს სცენაზე ავიდა, ლელას ჩაეხუტა და აკოცა.