პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში საკუთარი კომპანიის დიდ მიღწევებს აღნიშნავს, ამბობს, რომ მოზიდული ინვესტიცია მხოლოდ კერძო სექტორიდან აქვს და არც ერთი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დასძენს, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, მან საზოგადოების ნაწილისგან დაცინვა მიიღო:
„re:invent-ი 1 წლისაა. მოკლედ შედეგებზე. 12 თვე. 3 პარტნიორი. 5,000,000₾+ მოზიდული ინვესტიცია. 50+ ტექ სტარტაპი. 200+ ყველაზე შემოქმედებითი ტექ ტიპი. 150 შრომისმოყვარე მენეჯერი. საკუთარი ტექ განათლების სკოლა [re:educate]. საკუთარი პროგრამისტების გუნდი [re:soft]. საკუთარი მილიონიანი კრიპტო ფონდი [re:crypt]. 2 ხელოვნური ინტელექტის კვლევის გუნდი. 2 გეიმინგ სტუდია. კიბერუსაფრთხოების გუნდი. ყველაზე დახვეწილი ქართული ხმოვანი ასისტენტი [Ertaozi]. ფინტექ პროდუქტები. აუგმენტირებული რეალობის შემქმნელი გუნდი. e-commerce და f-commerce პლატფორმები. და ყველაზე cool ოფისი.
სანაცვლოდ მივიღეთ: 0₾ გრანტი. 0₾ სახელმწიფო სუბსიდია. 0 დასვენება (Diana King არ ითვლება). დაცინვა. სკეპტიციზმი. ლანძღვა. მუქარა. მაგრამ ჩვენ მაინც ყველა გამოსვლას გიჟების სადღეგრძელოთი ვიწყებთ – Here’s to the crazy ones. The misfits. The rebels. The troublemakers!“