LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილი: ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ „ძაღლობაში” – ხომ კარგად იცით, თქვენი უფროსობის განცხრომისა და ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი

79
სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ მიმართვას ავრცელებს.

როგორც სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, სამართალდამცველებს 10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებიათ მაშინ, როდესაც “ქვეყანა აგენტებით სავსეა”.

„16 ივლისს, ღამით, ჩვენი, გოგაშვილების წინააღმდეგ “რაშისტი” ოცნების დავალებით ბინძური პროვოკაცია მოაწყო “მილიციამ” და “გაიშნიკებმა”.

დიახ, ეს არ იყო უსაფრთხოების ოფიცრების სპეცრაზმი, არც კანონმორჩილი პოლიცია, არცერთ დროში საამაყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უკანონო სპეცოპერაცია ჩაატარა “ძაღლობამ”, რადაც გადააქცია “ოცნებამ” ძალოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი და სურს ბოლომდე ასე გადააქციოს ყველა. ჩვეულებრივ წესად აქციეს უკანონო ბრძანებები, პოლიტიკური დავალებები, ამომრჩევლების ხმების მობილიზება-მოპარვა, უკანონო თვალთვალი, მოსმენა და ჩადება.

ღირსება შერჩენილო ოფიცრებო, ხომ კარგად იცით, თქვენი უფროსობის განცხრომისა და ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი მაშინ, როდესაც თქვენ რიგითები ვალებში იხრჩობით, ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობთ, რომ ვალები დაფაროთ და ოჯახები არჩინოთ.

შსს-ში და სუსში მუშაობის პერიოდში მე გავიცანი ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ოფიცერი. მათ მინდა მივმართო კითხვით – თქვენ ხომ კარგად იცით, რაც ხდება სისტემაში. რუსული სპეცსამსახურების დირექტივით რომ გამუშავებენ, ხომ იცით? სუსის ოფიცრებმა ხომ კარგად იცით, ვინ არიან ადამია და რომანოვსკი? (ვისი საჩივრითაც აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ). ისინი რომ რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან და პატრიარქის წინააღმდეგ მუშაობენ, ესეც ხომ იცით? 10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაგიკავებიათ, მაშინ, როდესაც ქვეყანა სავსეა აგენტებით. პრივილეგირებულ კრიმინალებს, რომლებსაც მფარველობს “ოცნება”, თქვენ ახლოსაც ვერ ეკარებით. ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ “ძაღლობაში”, რა ხელფასსაც იღებთ – ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ “ორკებს”, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს.

ყველა ეს უბედურება, რაც ხდება ირგვლივ, თქვენც გეხებათ. ეს არ არის სხვისი ჭირი, გეყოთ გამბედაობა ემსახუროთ საქართველოს და არა პუტინის ბიძინას და კოლაბორანტ მარიონეტებს“, – წერს სოსო გოგაშვილი.

ამავე თემაზე:

“საზოგადოებას მედიით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუს-ის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან” – გოგაშვილი ახალი მასალების გასაჯაროებას აანონსებს

„არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ „მასკარადში“ – რა წერია განცხადებაში, რომელითაც სოსო გოგაშვილი მოსამართლეს მიმართავს და პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობს

მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავეა – ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე… ხვალ გავასაჯაროებ მტკიცებულებას, რომელსაც ვერ წაშლით – გოგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g