LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცა ერთ-ერთი პიცერიის მენიუში – „შოტლანდიელებს ფსიქოლოგიურად მისი შეჭმა უნდათ, ანუ ხვიჩას სერიოზული შიში აქვთ; ეს ბიჭი იტალიელებს ხაჭაპურსაც გამოაცხობინებს“

181
kvaracxelia

ედინბურგის ერთ-ერთი პიცერიის მენიუში ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცა შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ერთ-ერთი „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელიაა, რომელმაც ფაქტის შესახებ დაწერა და თან ფოტოც გამოაქვეყნა.

„ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცა ედინბურგის ერთ-ერთი პიცერიის მენიუში, რაც იმას ნიშნავს, რომ „გლაზგო რეინჯერსის“ და „ნაპოლის“ ხვალინდელი თამაშის წინ, შოტლანდიელებს ფსიქოლოგიურად მისი შეჭმა უნდათ, ანუ ხვიჩას სერიოზული შიში აქვთ“, – წერს ზაზა შენგელია.

ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცაზე წერს სოციალურ ქსელში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი ვანიკო გალუაშვილიც.

„სასწაული ხალხია ნეაპოლელები. პიცა სახელით კვარაცხელია. როგორი საამაყოა ეს ჩვენი ოქრო ბიჭი და როგორ უცბად, მოკლე დროში შეაყვარა ყველას თავი და გააცნო საქართველო. ვამაყობ შენით ხვიჩა კვარაცხელია. Forza kvara tu sei grande“, – წერს გალუაშვილი.


გალუაშვილის ფოტოს აზიარებს და ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირიც.

„აჰა, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას პიცა გაჩნდა. ეს ბიჭი იტალიელებს ხაჭაპურსაც გამოაცხობინებს, ფოტოსთვის მადლობა“, – წერს ჩანადირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g