ორშაბათს, პარიზში გამართულ კონცერტზე Radiohead-მა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტი – „Creep“ შეასრულა, რომელიც 1992 წელს შეიქმნა.
ცნობილია, რომ ჯგუფი მაქსიმალურად ერიდება ამ სიმღერის ხშირად გაჟღერებას და ეს აშკარაც არის – ეს იყო ცნობილი ჰიტის პირველი შესრულება კოლექტივის მიერ უკანასკნელი 7 წლის მანძილზე.