ბერლინში, პირველად ქალაქის ისტორიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც კიბერთავდასხმით დაზარალებულებს მოემსახურება. სიახლე გათვლილია იმ ადგილობრივი კომპანიებისთვის, ვისაც კიბერუსაფრთხოების დაცვისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.
ბერლინის ციფრული სააგენტო, რომელმაც გახსნა ეს ცხელი ხაზი, აღნიშნავს, რომ თანამედროვე კიბერთავდასხმებს ბიზნესის გაჩერებაც კი შეუძლია. მათ სამიზნედ ქცევის რისკიც მუდმივად იზრდება.
დაზარალებულ კომპანიებს პროფესიონალ ექსპერტთა და კონსულტანტთაგან შემდგარი ჯგუფები დაეხმარებიან. ეს გუნდი წელიწადში რამდენჯერმე უფასო სემინარებს ჩაატარებს და კიბერუსაფრთხოების დაცვას ყველა მსურველს შეასწავლის.
აღსანიშნავია, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლის წესების პაკეტი ევროკავშირში ჯერ კიდევ 2018 წელს შეიმუშავეს. წევრმა სახელმწიფოებმა კი ვალდებულება აიღეს, მათ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული ონლაინ რესურსების უსაფრთხოებაზე იზრუნონ.