LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჯაშუშობას ედავებიან, პატიმრობა გაუხანგრძლივეს

68
5F178A79-6248-412D-A71C-4BF0C3632948

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჯაშუშობას ედავებიან, პატიმრობა გაუხანგრძლივეს. 

შესაბამისი გადაწყვეტილება სოხუმის ე.წ. სასამართლომ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე 16 სექტემბერს მიიღო და ქრისტინა თაკალანძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივა.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა ქრისტინე თაკალანძის დაკავების კადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ჩხრეკენ ქალის პირად ნივთებს, პირადობისა და ქორწინების მოწმობას, ბანკის პლასტიკურ ბარათებს და წერილებს, რომლებშიც ძირითადად პირადი შინაარსის კომუნიკაციაა.

აფხაზეთის ე.წ უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალის თანახმად, თაკალანძე გალის მკვიდრია, რომელიც „სახელმწიფო და სამხედრო“ ინფორმაციას აგროვებდა და საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები