LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე „რ“-ზე იწყება და არა უშავს

44
BeFunky-collage (4)

ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე „რ“-ზე იწყება და არა უშავს ,- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ძეგლთა დაცვის სისტემიდან გათავისუფლებულების 4 საქმეზე დავა მოიგეს.

„სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. 4 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე დამდგარია და 4-ვე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ – უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე.

მე არ მაქვს კრიტერიუმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა – ეს არის პროფესიონალიზმი, დაუზარლობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვყავდნენ ჩვენ ადამიანები, ეუბნები, რომ წადი ამ ძეგლზე ამოსულია ხე და მას უბრალოდ ეზარება, რომ წავიდეს.

ძალიან მრცხვენია ამაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ მე ვერ ვმუშაობ ასე და ბოდიშს არ მოვიხდი ამისთვის, როდესაც მე არ მეზარება შრომა, მაგრამ თანამშრომელი მყავს, რომელსაც ეზარება შრომა და გასაუბრებაზე მეუბნება, რომ სახელმწიფო ვალდებულია შეინახოს. ასეთი სისტემა ვერ იქნება ის, რომელიც უვლის გელათსა და სხვა ძეგლებს. კრიტერიუმი, პროფესიონალიზმისა და მონდომების გარდა არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს პროფესიული და სხვა უნარები იმისთვის, რომ ის სამუშაო გასწიოს, რომლისთვის არის სამსახურში დასაქმებული“,- განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g