LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპს მის გათხოვილ ადვოკატთან რომანი აქვს

6967
page

დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო დავის პერიოდში, დასავლურმა მედიამ არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯონი დეპს თავის ადვოკატთან, კამილა ვასკესთან ფლირტი ჰქონდა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მათ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდათ.

ფლირტის დამადასტურებელი ვიდეო – ჯონი დეპისა და მისი ადვოკატის, კამილა ვასკესის სხეულს ენა გაშიფრულია, რას აცხადებს ექსპერტი

ჩურჩული, ფლირტი და ჩახუტება – უფრო მეტი, ვიდრე ადვოკატი? – დეპი-ჰარდის სკანდალური პროცესი „სასიყვარულო ქიმიის“ ველად იქცა

როგორც ჩანს, ტაბლოიდები შეცდნენ და მთავარი დეტალები გამორჩათ. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაჟღერდა, რომ დეპს რომანი არა კამილასთან, არამედ მის ერთ-ერთ ადვოკატთან, ჯოელ რიჩთან აქვს.

„ჯონი დეპს სერიოზული რომანი აქვს მდიდარ ლონდონელ ადვოკატთან“ – სწორედ აღნიშნული სათაურებით არის აჭრელებული დასავლური მედია.

37 წლის ჯოელი ჰოლივუდის ვარსკვლავის ადვოკატთა გუნდის ერთ-ერთი წევრი იყო. მათ ერთმანეთი 2020 წელს გაიცნეს. აღსანიშნავია რომ ადვოკატი ქორწინებაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები