LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთთან ომში 9 000 სამხედრო დავკარგეთ” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

43
BeFunky-collage (15)

რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ 9 000 სამხედრო დაკარგა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანა მალიარმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ომის დროს სამხედრო ინფორმაციის გავრცელების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

მისივე თქმით, რუსეთი ინფორმაციას უკრაინული ღია წყაროებიდან იღებს.

მალიარი აცხადებს, რომ სამხედროებისთვის მოწინააღმდეგის დაღუპული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც იზომება ომის გარკვეული სახის ეფექტურობა.

“არსებობს გარკვეული რიცხვები, რის შემდეგაც ისინი იცვლიან ტაქტიკას და შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, რომ თუ მტერს ახლა აქვს ასეთი დანაკარგები, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის დაიწყებს ამა თუ იმ ქმედებას. ამიტომ, ჩვენ ეს დავმალეთ”, – განაცხადა მალიარმა.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემების მიხედვით, რუსეთმა ომში 56 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.