LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოვუწოდებთ, ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენებაზე ორმხრივ შეთანხმებას: ინალ არძინბა

106
inal_ardzinba_788-800x400

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი უპილოტო საფრენი აპარატების [დრონების] წარმოებას გეგმავს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ეხმიანება და განმარტავს, რომ მარიონეტული რეჟიმი ამ ნაბიჯს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ჟენევას მოლაპარაკებების ფარგლებში ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების შესახებ ორმხრივი ვალდებულების შეთანხმებას. აფხაზეთი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა, ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას. მაგრამ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და მშობლიურ მიწას ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა არძინბამ.

ე.წ მინისტრის თქმით, სოხუმი 1997 წლის 14 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად მოქმედებს, რომელსაც ხელი ვლადისლავ არძინბამ და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს. მისი თქმით, მხარეებმა ამ ხელშეკრულებით აიღეს პასუხისმგებლობა, რომ უთანხმოებების არსებობის შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ ძალას.

„ყველანაირი განსხვავება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით, მოლაპარაკებების გავლით უნდა მოგვარდეს“ – აცხადებს არძინბა.

არძინბამ რეგიონის მცხოვრებლები „გააფრთხილა“, რომ მსოფლიოში გლობალური ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს “ინფორმაციული და ეკონომიკური ზეწოლის ელემენტები და, „რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია”. მისი თქმით, 50-ზე მეტი ქვეყანა „უკრაინელი ბანდიტებისა და ნეო-ნაცისტების“ მხარეს იბრძვის.

„ეს არის კოლექტიური დასავლეთის საომარი მანქანა. უცხოელი დაქირავებული მებრძოლთა დაჯგუფებებისა და NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი სამხედრო დანაყოფების. საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქვეყნები მხარს ჩვენს მტერს დაუჭერენ“, – თქვა არძინბამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები