LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, მოსკოვის „სრული დაცვის“ ქვეშ გადავა

85
BeFunky-collage

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც ახლა ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს, რუსეთის შემადგენლობაში თუ შევა, ისინი მოსკოვის „სრული დაცვის“ ქვეშ გადავა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორია – მათ შორის ტერიტორიები, რომლებიც მომავალში რუსეთის კონსტიტუციაში იქნება დაცული – “სახელმწიფოს სრული დაცვის ქვეშაა”.

„რეფერენდუმების შემდეგ, რუსეთი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ამ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც დიდი ხანია, ნეო ნაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ არიან. რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g