მადონას თაყვანისმცემლები მისი ფსიქისკურიჯანმრთელობით შეწუხებულები არიან და მოუწოდებენ პოპ-დედოფალს, ადეკვატურად მოიქცეს. ამ დღეებში Met Gala-ზე მისული 57 წლის მადონა ნახევრად შიშველი ჩაცმულობით გამოცხადდა, თუმცა მთავარი პრობლემა მის საქციელში იყო: მომღერალი უწესოდ იქცეოდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო განათავსა, სადაც სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მადონაც ჩანს და საკმაოდ უხერხულ მოძრაობებს აკეთებს.
თაყვანისმცემლებმა კომენტარებში დაწერეს, რომ ოდესმე მის შვილებს დედის აუცილებლად შერცხვებათ, ამიტომ დროა შეჩერდეს, თავი გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს კიდეც.
თავად მომღერალი მსგავს თემებზე არ რეაგირებს.