LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინალ არძინბა: ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს

81
არძინბა და ორი ღორი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მხარის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ აღელვებს. 

„აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად განვიხილავთ.

ისინი ჩვენი მეგობრები არიან.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, არ გვაღელვებს.“ – განაცხადა ინალ არძინბამ.

ავსტრიის ელჩი: ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში

"ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს"

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ამავე თემაზე:

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

პრეზიდენტი: ცინიკური მიდგომაა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან – შალვა პაპუაშვილი

გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით: ჯუანშერ ბურჭულაძე

ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში მიუღებელია – მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას: ილია დარჩიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები