ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე ეხმიანება. დარჩიაშვილი მკაცრად გმობს ამ უკანონო ქმედებას და წერს, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნეს.
„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნეს“, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.
President Lukashenko’s arrival in Bichvinta (ბიჭვინთა) in occupied Abkhazia/Georgia in violation of ??’s Law on occupied territories is unacceptable. We strongly condemn this unlawful action. Fundamental principles of int’l law must be followed. https://t.co/fLJ4eYQGjE
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 28, 2022
ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა…იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე: ასლან ბჟანია
კახა კალაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტი და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია
პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
მივიჩნევთ, რომ საჭიროა ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას გამოწვევა: პარტია „დროა“