პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ!“, – წერს გახარია.

მსგავსი თემები